2015 წლის 1-7 ოქტომბერს ლონდონის ვესტენდში, კინოთეატრ REGENT STREET CINEMA-ში ჩატარდება ქართული ფილმების ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“.
ფესტივალის დაწყებამდე ვესტმინსტერის უნივერსიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე თბილისიდან ვირტუალურად შეუერთდება და ქართული კინოს კიდევ ერთხელ წარუდგენს ლონდონში მყოფ სტუმრებს.
ეროვნული კინოცენტრი წლებია ლონდონის ფესტივალის მხარდამჭერია.
მასალის გამოყენების პირობები