პარიზში მოდის სახლის, Chanel-ის პირველი საბავშვო კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თვით კარლ ლაგერფილდმა შექმნა. Karl Lagerfeld Kids 16 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ლაგერფილდმა აღიარა, რომ ამ ხაზის ჩაშვება ნათლულმა, ჰადსონ კრონინგმა შთააგონა. დიზაინერი აცხადებს, რომ საბავშვო კოლექციაში ისეთი დახვეწილი მოდელები შევიდა, რომლებსაც თავადაც სიამოვნებით ატარებდა.
კოლექციაში ნახავთ იდეალური თარგის პიჯაკებს, წვრილი სილუეტის შარვლებს, კლასიკურ თეთრ პერანგებს... აქსესუარებს რაც შეეხება, ლაგერფილდმა პატარებს ჰალსტუხების და ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები