რუბრიკები
სექტემბრის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +36-38 გრადუსი იქნება
თვის ბოლომდე საქართველოში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმოტანა ხდება, რის გამოც სექტემბერი ნორმასთან შედარებით საკმაოდ ცხელი თვეა. ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 36-38 გრადუსიც დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, 27 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 27-32 გრადუსია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ამიტომ ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 24-29 გრადუსი დაფიქსირდება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 33 გრადუსამდე მიაღწევს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები