რუბრიკები
პროექტის "ჩვენ ვქმნით ჯანსაღ გარემოს" დახურვის ღონისძიება ჩხოროწყუში
21 სექტემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის "ჩვენ ვქმნით ჯანსაღ გარემოს" დახურვის ღონისძიება. პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციასა და სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა აქტიურად ითანამშრომლა სხვადასხვა სტრუქტურებთან და მოიპოვა კიდეც თანამონაწილეობები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სკოლას გამოუყო 1500 ლარი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად ლიბერთი ბანკის ჩხოროწყუს ფილიალმა- 500 ლარი გამოყო.  თემის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ სარემონტო სამუშაოების შესრულებაში.  პროექტის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა 450$-ის ექვივალენტი ლარებში   შენობის გადახურვასა და სანტექნიკის მოწესრიგებას მოხმარდა. აღნიშნული  სკოლის მოსწავლეები ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში. პროექტის დახურვის  ღონისძიებას  ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია, დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჩიქოვანი, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ესებუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წევრი ვალერ იზორია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვალერ გულუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჯილდა ხორავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების უფროსი სოლომონ კოზმავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის წევრი ზვიად გრიგოლია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული კირცხის თემში ფრიდონ ასათიანი. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა   სამომავლო გეგმები წარადგინეს, სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობა. მათ სამთავრობო სტრუქტურებს თანადგომა და დახმარება სთხოვეს. ღონისძიება ჩატარდა პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, მას  PH international საქართველო  ახორცილებს. სამეგრელოს რეგიონში მისი პარტნიორია - ასოციაცია "ათინათი".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.