ინგრედიენტები:
• 100 მლ. ზეითუნის ზეთი.
• 2 ს.კ. ორეგანო (გამომშრალი).
• ¼ ჩ.კ. დარიჩინი.
• ¼ ჩ.კ. მუსკატის კაკალი.
• 0,125 ჩ.კ. წითელი წიწაკა.
• 1 თავი წითელი ხახვი.
• 1 ჩ. კვერცხი.
• 1 ც. კვერცხის გული.
• 2 ნაჭერი თეთრი პური.
• 80 გ. ფქვილი.
• 450 გ. ღორის ფარში.
• 4 კბილი ნიორი.
• 1,5 ს.კ. ტომატ პასტა.
• 2 ც. დაფნის ფოთოლი.
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
• 250 გ. საქონლის ხორცის ბულიონი.
• 30 გ. ოხრახუში.
• 800 გ. პომიდორი.
• მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ აურიეთ ერთმანეთში პიტნა, 2 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. ორეგანო, 1/8ჩ.კ. დარიჩინი, მუსკატის კაკალი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, კვერცხი და კვერცხის გული. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
✔ პურს მოაცალეთ ქერქი და დაასხით რძე, გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გამოწურეთ და დაუმატეთ ხახვს და სანელებლებს, იქვე ჩაამატეთ ფარში. აურიეთ ეს ყველაფერი და გააკეთეთ ბურთულები, სულ ოდნავ მიეცით კატლეტი ფორმა და ამოავლეთ ფქვილში.
✔ დაასხით ტაფაზე 50 მლ ზეითუნის ზეთი და შეწვით ხორცი ყველა მხრიდან. დარჩენლი ზეთი ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ დალეტილი ნიორი. 1 წუთის მერე დაამატეთ ტომატ პასტა და დაფნა.
✔ პომიდორი კარგად გახეხეთ (კანის გარეშე) და ჩაამატეთ ქვაბში. ჩაასხით ბულიონი და დარჩენილი სანელებლები. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ.
✔ სოუს დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოასხით მზა კატლეტებს. ზევიდან მოახარეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები