რუბრიკები
საქართველო კინოშოკის კინოფესტივალის ფოკუსში
კინოშოკის კინოფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოექცა. ფესტივალი 13 – 20 სექტემბერს ანაპაში ჩატარდა. ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა იყო ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით.” ფილმში შესრულებული როლისთვის ჟიურიმ ეკა მოლოდინაშვილი საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარა. ამას გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა. ნაჩვენები იყო შემდეგი ფილმები: „ყველა წავიდა” – რეჟისორი გიორგი ფარაჯანოვი „ნეტავ იქ თეატრი არის?!” – რეჟისორი ნანა ჯანელიძე „მანდარინები” – რეჟისორი ზაზა ურუშაძე „პატარძლები” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი „შემთხვევითი პაემნები” – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ასევე სექციაში „Лента памяти” გაიხსენეს ცნობილი რეჟისორი რეზო ჩხეიძე და მისი ფილმი „ჩვენი ეზო”. საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი” ანაპაში 1992 წლიდან ტარდება და ამ პერიოდის განმავლობაში მან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის სახელის მოპოვება შეძლო. ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.