ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელიც ქვეყანას 1952 წლიდან მართავს, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს არაჩვეულებრივ საჩუქარს უმზადებს. ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დედოფალი ტახტზე უარს 90 წლის იუბილეზე იტყვის. ელისაბედის დაბადების დღე 21 აპრილს არის, საზეიმოდ კი იუბილე ივნისში აღინიშნება. სამეფო ოჯახი 7 ათას სტუმარს ელოდება.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ დედოფალი ტახტს შვილიშვილს, პრინც უილიამს დაუთმობს. ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი სამეფო ოჯახს ჯერ არ გაუკეთებია
მასალის გამოყენების პირობები