„თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი უერთდება.
პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დღეს ცნობილი გახდა, რომ სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი გუნდი დატოვა.
ჯიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობამდე, ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ სენაკის შტაბის უფროსი იყო.
დღეიდან კი ხვიჩა ჯიშკარიანი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები