ავარია დღეს, თბილისის დროით 10:30 წუთზე, გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა: გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი, ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე, პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა, ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები