რუბრიკები
ავარია გალში - გარდაცვლილია 3 ადამიანი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის წევრები და პაციენტი დაიღუპა ავარიის შედეგად. 

ავარია დღეს, თბილისის დროით 10:30 წუთზე, გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა: გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

 ავარიის შედეგად გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი, ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე, პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა, ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლს, ნიკოლოზ დროგანს, იგი მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.