ნაციონალური მოძრაობა ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლას ითხოვს (ვიდეო)
16:57 / 23.09.2015
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის ცენტრში ხეების მოჭრას ვანდალიზმად აფასებენ. საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ ეს საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა და მთავრობას აღნიშნულ ფაქტზე განმარტება მოსთხოვა. მისი თქმით, ეს ხეები ასწლოვანია, მათ მოჭრას კი საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია და სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოჰყვა.
ხელისუფლების განცხადებით, ამ ჯიშის წიწვოვანი ხეები საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს და ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა – ნაგებობებს, განსაკუთრებით -უამინდობისას.
ხეების მოჭრის განკარგულება მერიამ შ.პ.ს „ლეო-444“-ის მომართვის საფუძველზე გასცა. აღნიშნული კომპანია ვალდებულებას იღებს იმავე ადგილზე სკვერი გააშენოს.
ოპოზიციის წევრები გადაჭრილ ხეებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, ასევე სპეციალური კომისიის შექმნას და აღნიშნული საკითხის დროულ შესწავლას ითხოვენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები