ინგრედიენტები:
• 110 გ. კარაქა.
• 290 გ. ფქვილი.
• 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
• მწიკვი მარილი.
• 250 გ. შაქარი.
• 1 ჭ. მოცვი.
• 2 ც. კვერცხი.
• 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი.
• 120 გ. რძე.
• ¼ ჩ.კ. მუსკატის კაკალი.
მომზადების წესი:
✔ მაფინის ფორმებს წაუსვით კარაქი და ოდნავ მოაყარეთ ფქვილი.
✔ აურიეთ ერთმანეთში ფქვილი მარილი და გამაფხვიერებელი, აქედან 2 ს.კ. მოაყარეთ მოცვს და ამოურიეთ. (მოცვი თუ გაყინულია არ გაალღვოთ).
✔ მიქსერით აურიეთ კარაქი, 200 გ. შაქართან ერთად (4-5 წუთით). შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და ვანილი.
✔ ჩაყარეთ ფქვილი და ნელა ათქვიფეთ და ეტაპობრივად დაუმატეთ რძე. ამ ყველაფერს კარგად ამოურიეთ შემდეგ კი დაუმატეთ მოცვი და ისევ ამოურიეთ.
✔ ცომი გადაანაწილეთ ფორმებში. დარჩენილი 50 გ. შაქარს დაუმატეთ გახეხილი მუსკატის კაკალი და ზევიდან მოაყარეთ ფორმაში ჩასხმულ ცომს.
✔ მოათავსეთ მაფინები 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები