27 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ბაში აჩუკის“ 3D ფორმატში პრემიერა შედგება.
სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლი, რომელიც აკაკი წერეთლის 175 წლისთვს ეძღვნება, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. „ბაში აჩუკი“ რეჟისორული გამომსახველობითი საშუალებების, ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე გრაფიკული ტექნოლოგიების სინთეზია.
სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ“ იმუშავეს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არჩაია, სოფიო ახუაშვილი, სოფიო ებრალიძე, ანა ზამბახიძე, თამარ მამულაშვილი, ანო მღებრიშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ია ჭილაია, თეკლა ჯავახაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, შალვა ანთელავა, ზურაბ არუსია, მამუკა ბოგვერაძე, რატი გოგუაძე, ნიკა კვანტალიანი, გიორგი მაისურაძე, ბესო მეგრელიშვილი, პაატა მხეიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე, კახა ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი შავგულიძე, გაგა შიშინაშვილი.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: კულტურის სამინისტრო ოფიციალური ვებგვერდი
მასალის გამოყენების პირობები