ფეხბურთის ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი იმედგაცრუებულია, მის არცერთ შვილს არ უნდა, ფეხბურთი ცხოვრების ერთადერთ საქმედ აქციონ. ბრიტანელმა ფეხბურთელს და მის ცოლს - ვიქტორია ბექჰემს სამი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავთ. მათგან უფროსმა, ბრუკლინმა მამამისს განუცხადა, რომ ფეხბურთის თამაშს მოდელობა ურჩევნია.
ბრუკლინი, ისევე როგორც მისი ძმები მუდმივად გრძნობენ საზოგადოების ზეწოლას. ყველა ცდილობს, მათში ფეხბურთის გენიოსები დაინახონ და ავიწყდებათ, რომ ჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომლებსაც ჯერ ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი.
„ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა განმიცხადა, რომ არ უნდა ფეხბურთის თამაში, ამან საშინლად მატკინა გული. მითხრა, რომ როდესაც მოედანზე გადის, ყველა ამბობს რომ იგი ბექჰემის შვილია. მე ვუთხარი, რომ ფეხბურთი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ითამაშოს, თუ მოედანზე სიამოვნებას იღებს, სხვა შემთხვევაში კი ფეხბურთელობაზე ფიქრს აზრი არ აქვს,“ - განაცხადა დევიდ ბექჰემმა ჟურნალისტებთან.
წყარო: fortuna.ge
მასალის გამოყენების პირობები