აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ, ამერიკულ კომპანიას Warner/Chappell, ცნობილი სიმღერის "Happy Birthday to you", გაყიდვის უფლება ჩამოართვა, რომლითაც ის წლების განმავლობაში სარგებლობდა.
ტელევიზიაში, რეკლამასა და ფილმში სიმღერის ყოველი გაჟღერებისთვის კომპანია Warner/Chappell გარკვეულს თანხას იღებდა. წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონ დოლარამდე.
ნაწარმოები 1935 წლიდან დაცულია საავტორო უფლებით. Warner/Chappell -მა მასზე უფლებები სხვა კომპანიისგან 1988 წელს შეიძინა.
თუმცა, მოსამართლე ჯორჯ კინგმა დაადგინა, რომ ლიცენზია, მხოლოდ მელოდიას ეხება და არა მთლიანად სიმღერას.
ცნობილი მელოდია 1893 წელს კენტუკის შტატის მცხოვრებლებმა, დებმა მილდრედ და პატი ჰილებმა შექმნეს. თავდაპირველად, მას Good Morning To All ("დილა მშვიდობისა ყველას") ერქვა.
მასალის გამოყენების პირობები