უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცნობილი მრავალშვილიანი ვარსკვლავური ოჯახი კიდევ უფრო ფართოვდება.
ცოტა ხნის წინ, ანჯელინა შეხვდა სამ სირიელ ძმას, რომელთა მამაც ჯარისკაცებმა წაიყვანეს, დედა კი დაბომბვის დროს დაიღუპა. ჯოლის სურდა სამივესათვის გაეწია მფარველობა, თუმცა, როგორც ჩანს ის ბრედმა შეაჩერა. პიტის აზრით, ბავშვებისათვის ასეთი უცაბედი ცვლილება რთული იქნებოდა.
ამ ამბის შესახებ RadarOnline შემდეგს წერდა:
,,ექვსი ბავშვიდან უცებ ცხრაზე გადასვლა უკვე ზედმეტია და ბრედი სწორედ იმ შედეგებზე დაფიქრდა, რაც ამ ქმედებას მოჰყვებოდა. ანჯელინას ჩხუბი არ დაუწყია. მან იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა, არ გაამართლებდა. საბოლოოდ წყვილმა კომპრომისს მიაღწია და ერთ ბავშვზე გააკეთეს არჩევანი.”
შეგახსენებთ, რომ ამჟამად წყვილი ექვსი ბავშვის მშობელია: სამი ბიოლოგიური, სამი კი ნაშვილებია.
მასალის გამოყენების პირობები