ტორტმა, რომელიც იაპონიაში მოიგონეს, მართლაც მსოფლიო გააოცა თავისი გემოთი და სინაზით. როდესაც იაპონელმა კულინარმა ტორტის რეცეპტი წარადგინა, ყველა შოკირებული იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ სამ იგრედიენტს შეიცავს.
მასალა: 3 კვერცხი
120 გრ თეთრი შოკოლადი (შეიძლება რძიანი შოკოლადი)
120 გ ნაღების კრემ-ყველი (მასკარპონე)
მომზადება: შოკოლადი დავტეხოთ და ჩავყაროთ ჯამში, რომელიც წყლის ორთქლზე დგას, ვურიოთ და გავადნოთ .
.
ცალ-ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ისე უნდა აითქვიფოს, რომ ბეზე ჯამიდან არ ვარდებოდეს.
გამდნარი შოკოლადი ფრთხილად შევურიოთ ნაღების კრემს, შემდეგ შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის გულები და ბოლოს ნაწილ-ნაწილ ათქვეფილი ცილა.
გააკეთეთ საცხობი ფურცლისგან ფორმა (დიამეტრი 20 სმ, სიმაღლე-15სმ). ჩადეთ ცეცხლგამძლე ჯამში, ჩაასხით ცომი ფორმაში და “ჟარონას” დაასხით 1/4 ლიტრი ადუებული წყალი.
.
შედგით 170°-ზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთი. შემდეგ ტემპერატურა დაწიეთ 160°-ზე და აცხვეთ კიდევ 15 წუთი. გამორთეთ და ღუმელშივე გააცივეთ. მზა ტორტი შეიძლება მორთოთ ხილით ან შაქრის ფხვნილით. როგორც იაპონელი კულინარები ამბობენ, შეიძლება ცომში დავამატოთ გახეხილი ხილიც და ნაღებიც.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები