Skype-მა თავისი ბლოგის საშუალებით ორშაბათს დაფიქსირებული 10-საათიანი შეფერხების მიზეზები ახსნა.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, გურდიპ პალის განცხადებით, Skype -მა ადრე გამოუშვა ძალიან ფართო განახლება, რომელმაც უამრავ მომხმარებელთან „ვერ იმუშავა“. შემდეგ, როცა მომხმარებლებმა აქტიური, მაგრამ უშედეგო გადართვა დაიწყეს, წარმოიშვა დიდი დატვირთვა ტრაფიკზე, რამაც კიდევ უფრო მეტი პრობლემები გამოიწვია.
კომპანიამ ამისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხმარებელთა კომფორტი - Skype-ის მთავარი პრიორიტეტია.
დღეს სკაიპის მუშაობა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში შეფრხდა
10-საათიანი შეფერხების შემდეგ SKYPE –ის მუშაობა აღდგა
მასალის გამოყენების პირობები