ანა” მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმია , რომლის მოქმედებაც თბილისში ვითარდება და მთავარი პერსონაჟის, ანას ცხოვრების ორ დღეზე მოგვითხრობს. ეს ორი დღე მის განვლილ და მომავალ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ფილმს ახალგაზრდა რეჟისორი მარგო ზუბაშვილი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით იღებს, მთავარ როლს კი ნინო კასრაძე ასრულებს. „ანა” მარგოს და ნინოს მესამე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.
ფილმის გამხსნელი სცენა ნანი ბრეგვაძის კონცერტია,ამიტომ სპეციალურად ფილმისთვის გადამღებმა ჯგუფმა მოიწვია ნანი ბრეგვაძე,ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.ნინო კასრაძის გარდა, შემოქმედებითი ჯგუფი ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ერთ-ერთია ანკა ნიჟარაძე.
მარგო ზუბაშვილისთვის „ანა” რიგით მესამე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. რეჟისორს გადაღებული აქვს ფილმები „ოლიმპია”და „დინოზავრი”,რომელთაც წარმატებული საფესტივალო ცხოვრება ჰქონდათ.
„ანას” გადაღებები გრძელდება,ფილმის პრემიერა კი მომავალ წელს იგეგმება.
ავტორი:საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები