რევაზ არველაძემ ზუგდიდელებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო (ვიდეო)
16:11 / 25.09.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე დღეს ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბის „ბაია“ ბაზაზე, გულშემატკივრებს, საფეხბურთო კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრაზე ვეტერანი ფეხბურთელები, მათ შორის, მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი იმყოფებოდნენ.
რევაზ არველაძის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში, ნომერ პირველი ამოცანა დამოუკიდებელი, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის შექმნა და ფეხბურთში განათლებული თაობის აღზრდა იქნება. მისი აზრით, ეროვნული ჩემპიონატი უფრო საინტერესო და ძლიერი უნდა გახდეს.
„ყველაზე მეტად რაზეც ვოცნებობთ, ეს არის - საქართველოს ნაკრები 2020 წელს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე“, – თქვა რევაზ არველაძემ.
ზუგდიდში შეხვედრა უკვე გამართა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ. ხვალ , 27 სექტემბერს, ზუგდიდელებს ლევან კობიაშვილი შეხვდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები