მარტვილში სახალხო - საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღნიშნეს. ის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგ, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა. მოგვიანებით, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა, ხოლო ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში პოეზიის დღე მოეწყო.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა. ასევე კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლოთ. გარდა ამისა, გაიმართა მარტვილის საპატიო მოქალაქეების დააჯილდოვების ცერემონია.
სახალხო დღესასწაული მარტვილში გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები