ინგრედიენტები:
• 340 მლ. რძე 3,5%-იანი.
• 160 მლ. ნაღები 35%-იანი.
• 60 გ. ბრინჯი.
• 40 გ. კარაქი.
• 120 გ. შესქელებული რძე.
• 1 ც. ვანილის ჩხირი.
• 1 ც. ფორთოხალი.
მომზადების წესი:
✔ ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ნაღები და ცედრა (ნახევარი ფორთოხლის). ვანილის ჩხირი გაჭერით შიგთავსი ამოაცალეთ და ეს ყველაფერი დაამატეთ ქვაბში.
✔ წამოადუღეთ, დაუმატეთ ბრინჯი, ცეცხლს დაუწიეთ და პერიოდულად ურიეთ, სანამ არ მომზადდება (15-18 წუთი).
✔ როგორც კი ბრინჯი მომზადდება დაუმატეთ შესქელებული რძე, ამოაცალეთ ვანილის ჩხირი და გადმოდგით ცეცხლიდან.
✔ ფაფა ოდნავ გააციეთ, დაუმატეთ კარაქის კუბიკი, ოდნავ ამოურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან, ფორთოხლის ნაჭრებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები