მარტინ ვინტერნკორნს, რომელიც იძულებული გახდა Volkswagen-ის მართვიდან წასულიყო, უზრუნველი სიბერე ელის.
68 წლის ტოპმენეჯერის პირადი საპენსიო ფონდი, FT-ის მონაცემებით, 28.57 მლნ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, თუ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ მისი გადადგომა საკუთარი სურვილით არ მოხდა, მას 2 წლის ხელფასს გადაუხდიან, რაც 3.2 მლნ ევროა.
მისი შარშანდელი შემოსავალი 15.86 მლნ ევროს შეადგენდა.
სკანდალმა, რომელიც აშშ-ში ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო წარმოიშვა, Volkswagen-ს თავისი ღირებულების მესამედი დააკარგვინა და ეს 25 მლრდ ევროს ექვივალენტია.
მასალის გამოყენების პირობები