Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, გაეროს შტაბ-ბინაში გამოსვლისას განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტზე წვდომის გაფართოება, 160 მლნ ადამიანს გამოიყვანს სიღარიბიდან.
ცუკერბერგმა ასევე თქვა, რომ ინტერნეტთან წვდომის გაფართოება მილიონობით ბავშვს განათლების საშუალებას მისცემს და ასევე 140 მლნ-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
გარდა ამისა, მან ინტერნეტს, სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი უწოდა და მოუწოდა ყველას, რომ ინტერნეტი, ადამიანის განვითარების წახალისების ძირითად საშუალებად ჩათვალონ.
მასალის გამოყენების პირობები