ორშაბათს ღამე დედამიწის მაცხოვრებლების უმრავლეობამ ცაში იშვიათი სანახაობის.”სისხლიანი მთვარის” მხილველი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ნასაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
ეს მოვლენა დაკავშირებულია იმ იშვიათ შემთხვევასთან, როდესაც სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთმანეთს ემთხვევა. დედამიწა მოექცა მზეს და მთვარეს შორის. ჩვენი პლანეტის ჩრდილი კი მთვარეზე წითლად გამოჩნდა. სწორედ აქედან მომინარეობს ამ მოვლენის სახელწოდებაც ”სისხლიანი მთვარე”. ამასთანავე, მთვარე თავის ორბიტის იმ ნაწილში მოექცა სადაც ის დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამიტომაც დედამიწელებს ის გაცილებით დიდი ზომის ეჩვენებოდათ.
მეცნიერები ირწმუნებიან , რომ ეს უბრალო კოსმოსური მოვლენაა და არაფერ აპოკალიფსურს არ მოასწავებს.
ამ ორი მოვლენის ერთმანეთზე დამთხვევა იშვიათად ხდება. უკანასკნელად ეს 1982 წელს მოხდა, შემდეგი კი 2033 წელს მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები