ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2 ცალი
ყაბაყი 2 ცალი
პომიდორი 6 ცალი
მაგარი სახეობის ყველი 150 გრ
ზეთი 3-4 სკ
ნიორი 3-4 კბილი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
ბაზილიკი (რეჰანი)
მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი და ყაბაყი გათალეთ, დაჭერით თხლად გრძელ ნაჭრებად, მოაყარეთ ცოტა მარილი.
2. პომიდორი დაჭერით რგოლებად.
3. ცეცხლგამძლე ჭურჭელში რიგ-რიგობით ჩაალაგეთ მომზადებული ბოსტნეული და თხლად დაჭრილი მაგარი სახეობის ყველი.
4. ზეთში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ბაზილიკი, მოასხით თანაბრად ბოსტნეულს. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები