ჯენიფერ ლოპესი გაეროს ქალთა უფლებების დაცვის ფონდს შეუერთდა. მომღერალი ქალების უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქამდეც მუშაობდა, ჯენიფერმა და მისმა დამ - ლინდამ დააფუძნეს ფონდი Lopez Family Foundation, რომლის მიმართულებაა ქალებისა და ბავშვების დაცვა და მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
გაეროს ქალთა უფლებების დაცვის ფონდის ღონისძიებების ფარგლებში ვახშამი გაიმართა, სადაც პრობლემების შესახებ იმსჯელეს. ვახშამზე ლოპესი მეგობარ მამაკაცთან, კასპერ სმარტთან ერთად მივიდა. საღამოს განმავლობაში მათთან ერთად იყო იორდანიის დედოფალი რანია.
წყარო:fortuna.ge
მასალის გამოყენების პირობები