ნასას მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე წყლის კერები აღმოაჩინეს. მეცნიერების ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მარსზე მდინარე წყალია. ნასამ პლანეტაზე შავი ზოლები შეისწავლა და განაცხადა, რომ აღნიშნული სავარაუდოდ გაყინული მარილიანი წყალია, რომელიც ზევიდან ქვევით თბილ პერიოდში მიედინება, ხოლო შემოდგომაზე კი კვლავ იყინება. მსგავსი კერები მეცნიერების განცხადებით პლანეტის დაახლოებით 7 ადგილზეა აღმოჩენილი. “ეს საოცარი აღმოჩენაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მარსის ზედაპირზე წყალი მიედინება”, – განაცხადა ჯონ გრუნსფელდმა, დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციაზე.
მეცნიერებმა მარსზე გაყინული წყლის არსებობის შესახებ ადრეც განაცხადეს. 2010 წელს კი ნასამ აღნიშნა, რომ მარსზე რამოდენიმე მილიონი წლის წინ სავარაუდოდ ტბებიც იყო.
მასალის გამოყენების პირობები