2-3 ოქტომბერს ხობში ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ გაიმართება. ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში ეთნო-კუთხე მოეწყობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ხალხური რეწვის ნიმუშებს, მხატვრულ ტილოებს, ხელოვნების ოსტატებს და ტრადიციულ კუთხურ სამზარეულოს.
საქართველოს ხობიდან უმღერებენ რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები და საესტრადო მომღერლები. ფესტივალს მომღერალი თამარ გვერწითელი და ანსამბლი „რუსთავი“ დახურავს.
ხობის საერთაშორისო ფესტივალს ეწვევა საქართველოს პრემიერ -მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიოების ორგანიზატორები არიან : საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“ – პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია,ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები