ზუგდიდში ია ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
12:15 / 29.09.2015
ზუგდიდში ჟურნალისტის და მედია ექსპერტის ია ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორმა შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ წიგნში წლების განმავლობაში დაწერილი ანალიტიკური წერილები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ანალიზია თავმოყრილი.
„ მე წლებია ვაგროვებდი ამ წერილებს. მინდა, რომ ამ წიგნით ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კრიტიკულად უყუროს ჟურნალისტებს. გაიაზროს ის პროცესები, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. დაგვეხმაროს ჩვენ ჟურნალისტებს და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა ია ანთაძემ.
წიგნი „პირველად იყო - ლაქა“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და მისი შეძენა ან წაკითხვა დღეიდან ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები