მარკ ცუკერბერგმა თავისი ფეისბუქის გვერდიდან ახალი ამბავი გვამცნო: Facebook-ის ისტორიაში პირველად, ის ერთი დღის განმავლობაში მილიარდმა ადამიანმა გამოიყენა და დაუკავშირდა მეგობარს ან ოჯახის წევრს.
ორშაბათს, 24 აგვისტოს, დედამიწაზე ყოველი 7 ადამიანიდან 1 ფეისბუქს იყენებდა. ამ მონაცემში თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობდით.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ პროგრესის მონაწილეა. ფეისბუქის მთავარი მიზანია, თითოეულ ჩვენგანს მისცეს ხმა, გამოხატვის თანაბარი შესაძლებლობები და თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ერთმანეთის გაგებაში დაეხმაროს. ურთიერთობებისთვის ღია სამყარო, უკეთესი სამყაროა" - წერს მარკ ცუკერბერგი.
მარკ ცუკერბერგმა ახალი მიღწევისთვის ყველას მადლობა გადაგვიხადა და მოგვიანებით ამ მოვლენის აღსანიშნავად შექმნილი
ვიდეოც გაგვიზიარა.
წყარო: goodnews.on.ge
მასალის გამოყენების პირობები