ინგრედიენტები:
• 100 გ. კარაქი.
• 200 გ. ფქვილი.
• 6,5 ს.კ. შაქარი.
• ¼ ჩ.კ. მარილი.
• 100 მლ. წყალი.
• 7 ც. ვაშლი.
• 2 ს.კ. ნუში.
• 50 გ. გამდნარი კარაქი.
• 10 ც. მაყვალი.
მომზადების წესი:
✔ მშრალ ზედაპირზე მოაყარეთ 140 გ. ფქვილი. ჩადეთ ფქვილში 30 გ. ძალიან ცივი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი. კარაქის კუბები კიდევ უფრო პატარებად დაჭერით. დაუმატეთ მარილი და 60 გ. კარაქი (ესეც წვრილად ჩააჭერით). გადაიტანეთ კარაქიანი ფქვილი ჯამში.
✔ კოვზით მოასხით ცომს, 100 მლ. გაყინული წყალი. ცომი კარგად შეკარით და მიიღეთ დიდი გუნდა (არაა აუციელებლი ლამაზი გუნდა გამოვიდეს, მთავარია კარგად შეიკრას). გაახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში 1 საათით.
✔ გათალეთ ვაშლი და დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად. გააბრტყელეთ ცომი 4 მმ. სისქეზე. გამოჭერით მრგვალი ფორმა, რომელიც საცხობ ფორმაზე 3 სმ-ით დიდი იქნება. გადაიტანეთ ცომი, საცხობ ფორმაში, რომელშიც პერგამენტის ქაღალდი იქნება.
✔ ნახევარ შაქარს დაუმატეთ 1 ს.კ. ფქვილი და ნუში, კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ ცომს. ზემოდან დაალაგეთ ვაშლები. გადმოკეცეთ და დააფიქსირეთ ცომის კიდეები.
✔ წაუსვით კიდეებს 10 გ. გამდნარი კარაქი. ვაშლს მოაყარეთ 2-3 კოვზი შაქარი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და აცხვეთ გალეტი 15 წუთის განმავლობაში.
✔ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და აცხვეთ ის 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ოქროსფერ-ყავისფერი არ გახდება. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაწყვეთ მასზე მაყვალი და ოდნავ მოაყარეთ შაქარი, დააბრუნეთ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები