რუბრიკები
მარიამ ხაჭვანის ქართული ფილმის „დედეს“ პირველი ტიზერი
სოციალურ ქსელში ახალი ქართული ფილმის „დედეს“ პირველი ოფიციალური ტიზერი გავრცელდა. რეჟისორ მარიამ ხაჭვანის თქმით, ეს არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედე" მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას" სრული ვერსია იქნება. „დინოლა", ისევე როგორც „დედე", ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობს, მთავარ როლებს კი ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზე იქნება. ასევე, სვანია ფილმის ყველა მსახიობი. „დედე" სანდენსის და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. რეჟისორი ცდილობს ფილმი 2016 წლის თებერვისთვის დაასრულოს, რადგან ჰქონდეს შანსი იგი კანის კინოფესტივალზე წარადგინოს. წყარო: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი „დედე“ – მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმი სიყვარულზე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.