საიას ზუგდიდის ოფისმა 1 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)
14:41 / 30.09.2015
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა ერთი წლის მუშაობის შედეგი წარადგინა. ერთწლიანი ანგარიში რეგიონის მასშტაბით, ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მუშაობის პროცესში ძირითადი აქცენტი ოთხ მიმართულებაზე: ადამიანის უფლებების დაცვაზე, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობაზე და კვალიფიციურ იურიდიულ განათლებაზე გაკეთდა.
ანგარიშის მიხედვით, საიამ ერთი წლის განმავლობაში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია 1876 მოქალაქეს გაუწია. თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე 52 სემინარი ჩაატარა. ასევე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მშვიდობაინი აქციები,საინფორმაციო კამპანიები და ორი ავტოტური მოაწყო.
ნინო ხუხუას ინფორმაციით, განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ზუგდიდის ოფისში კი ფუნქციონირებდა საკვირაო სკოლა, რომელიც 17-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა. ორგანიზაციის თქმით, ისინი იგივე მიმართულებებით მომავალში აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.
ანგარიშის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები