ინგრედიენტები:
• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
• 3 კბილი ნიორი (დაჭრილი).
• 2 ც. პრასი (დაჭრილი).
• 1 თავი ხახვი (წვრილად დაჭრილი).
• 3 ც. სტაფილო (კუბიკებად დაჭრილი).
• ½ ს.კ. გამომშრალი ტიმიანი.
• 5 ჭიქა ქათმის ბულიონი.
• 2 ც. დაფნის ფოთოლი.
• 2 ჭ. ახალი ისპანახი.
• ¼ ჭ. გახეხილი ყველი პარმეზანი.
• 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში.
• 450 გ. ინდაურის ფარში.
• 1/3 ჭ. გახუხული პური დამშხვნილი.
• ¼ ჭ. გახეხილი ყველი პარმეზანი.
• ½ ჩ.კ. გამომშრალი ბაზილიკი.
• ¼ ჩ.კ. ნივრის ფხვნილი.
• ¼ ჩ.კ. წითელი წიწაკა.
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ დიდ ჯამში, კარგად აურიეთ ერთმანეთში ინდაური, პურის ფანტელები, პარმეზანი, ორეგანო, ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი, წითელი წიწაკა. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეკმაზული ფარში დაახვიეთ ბურთულებად.
✔ ქვაბში გააცხელეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ გუფთები და ბრაწეთ, დაახლოებით 2-3 წუთი. გადაიტანეთ ქაღალდზე და გააჩერეთ.
✔ ქვაბში ჩაასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ნიორი ხახვი, სტაფილო, პრასი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაუმატეთ ტიმიანი და კიდევ 1 წუთი თუშეთ.
✔ ჩაასხით ქათმის ბულიონი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და 1 ჭიქა წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ გუფთები. დაუწიეთ ცეცხლს და ადურეთ 10-12 წუთი. ბოლოს კი დაუმატეთ ისპანახი და 2 წუთი გააჩერეთ.
✔ სუფრასთან მაშინვე მიიტანეთ. ზევიდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით.
მასალის გამოყენების პირობები