ბრიტანულმა კომპანია QS Quacquarelli Symonds-მა მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტად 2015 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაასახელა, რომელიც ამ ტიტულს გლობალურ რეიტინგში უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებს.
მეორე ადგილზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც ამ პოზიციამდე მეოთხე ადგილიდან დაწინაურდა. მესამე ადგილზე კი კემბრიჯის უნივერსიტეტი გავიდა.
უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგის შედგენისას QS Quacquarelli Symonds-ი ითვალისწინებს 6 კრიტერიუმს: ავტორიტეტულობას აკადემიურ წრეებში, პროფესორ-მასწავლებელთა შესაბამისობას სტუდენტთა რაოდენობასთან, რეპუტაციას დამსაქმებლებს შორის, ციტირების ინდექსს, უცხოელი ლექტორების და სტუდენტების რაოდენობას.
მასალის გამოყენების პირობები