რუბრიკები
საჩუქარი “ჰარი პოტერის” მოყვარულებს – ჯადოსნური საშობაო სადილი ჰოგვარტსის დიდ დარბაზში
თუ ოდესმე ჰოგვორტსში მოხვედრაზე გიოცნებიათ და კიდევ უფრო მეტად გინატრიათ შობის ჯადოსნურად აღნიშვნა, ეს სიახლე ახლავე მოგანდომებთ, ფულის შეგროვება დაიწყოთ და ბავშვობის სანუკვარი სურვილი აისრულოთ. საქმე ისაა, რომ Warner Bros. Studio-ს ცნობილი ტური „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრებს საახალწლო სიურპრიზს უმზადებს. ერთი დღით, 3 დეკემბრის 18:00 საათიდან შუაღამემდე, ყველა მაგლს შეეძლება, ჰოგვორტსის დიდებულ დარბაზში გამართულ ჯადოსნურ საშობაო ვახშამს დაესწროს! თუმცა, სამწუხაროდ, ყველა არაჯადოქარს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. მთლიანი ტური, რომელიც, გარდა ზემოთ აღნიშნული სიურპრიზისა, მოიცავს სტუდიის დათვალიერებასაც, ერთ მაგლს 349 დოლარი დაუჯდება. თუ გაგიმართლათ და შეგიძლიათ, საკუთარ თავს ასეთ ფასიანი საჩუქარი გაუკეთოთ, ისღა დაგრჩენიათ, იჩქაროთ და წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი ადგილი რონის, ჰერმიონისა და ჰარის გვერდით. ინფორმაციას ბილეთების შესახებ ამ ბმულზე იხილავთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.