თუ ოდესმე ჰოგვორტსში მოხვედრაზე გიოცნებიათ და კიდევ უფრო მეტად გინატრიათ შობის ჯადოსნურად აღნიშვნა, ეს სიახლე ახლავე მოგანდომებთ, ფულის შეგროვება დაიწყოთ და ბავშვობის სანუკვარი სურვილი აისრულოთ.
საქმე ისაა, რომ Warner Bros. Studio-ს ცნობილი ტური „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრებს საახალწლო სიურპრიზს უმზადებს. ერთი დღით, 3 დეკემბრის 18:00 საათიდან შუაღამემდე, ყველა მაგლს შეეძლება, ჰოგვორტსის დიდებულ დარბაზში გამართულ ჯადოსნურ საშობაო ვახშამს დაესწროს! თუმცა, სამწუხაროდ, ყველა არაჯადოქარს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. მთლიანი ტური, რომელიც, გარდა ზემოთ აღნიშნული სიურპრიზისა, მოიცავს სტუდიის დათვალიერებასაც, ერთ მაგლს 349 დოლარი დაუჯდება.
თუ გაგიმართლათ და შეგიძლიათ, საკუთარ თავს ასეთ ფასიანი საჩუქარი გაუკეთოთ, ისღა დაგრჩენიათ, იჩქაროთ და წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი ადგილი რონის, ჰერმიონისა და ჰარის გვერდით. ინფორმაციას ბილეთების შესახებ
ამ ბმულზე იხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები