„სამეფო კარის თამაშებს“ სრულმეტრაჟიან ფილმად გადაიღებენ, ამის შესახებ ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“(A Song of Ice and Fire) ავტორმა ჯორჯ მარტინმა განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა თავად მონაწილეობას ამ პროცესში არ იღებს.
„ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ჯერ კიდევ დასამთავრებელია ჩემი ორი წიგნი და ამიტომ, უამრავი საქმის გამო ფილმზე მუშაობის პროცესში ვერ ჩავერთვები. HBO, დევიდ ბეიოფი დენიელ ბრეტ უეისი კარგად გაართმევენ თავს “ - განაცხადა მარტინმა.
სავარაუდოდ, სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გაიმეორებს „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტს
მასალის გამოყენების პირობები