2-4 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა” ღია ცის ქვეშ გაიმართება,მასში მონაწილეობას მიიღებენ:ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი ,,არპეჯონე”, იტალიელ გიტარისტთა დუეტი ,,ბლანკო სინაკორი”, პოლონური დუეტი აკორდეონსა და ვიოლინოზე "დუო კაროლინა მიკოლაიჩიკი და ივო იედინეცკი”, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან ,,მირზოიან კვარტეტი”, თბილისის ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი ,,ლალე” ; სოლისტები: ვირტუოზი ბანდონეონისტი არგენტინიდან მარსელო ნისინმანი, ახალგაზრდა მევიოლინე ავსტრიიდან-ელისო გოგიბედაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან : კულტურულ- საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს” , ფესტივალის დირექტორია – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი,ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი- შიო აბრახამია.
მასალის გამოყენების პირობები