დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა,რომელზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 60 მოქალაქე დაფინანსდა. თანხამ შეადგინა 16 420 ლარი. “C” ჰეპატიტის გამოკვლევა დაუფინანსდა 32 მოქალაქეს, ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა-24.
"მრტ" და "კტ" კვლევა დაუფინანსდა 2 მოქალაქეს. ოპერაციის თანადაფინანსება ერთ მოქალაქეს გაეწია. კიდევ ერთი არასრულწლოვანი პაციენტის სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსი გამგეობამ 500 ლარით დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები