ზუგდიდში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პირველი ველო-ბილიკების მოწყობა დაიწო. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს ველო-ბილიკები მხოლოდ ცენტრალური ბულვარის გარშემო, ტროტუარებზე გაკეთდება, ხოლო მომავალ წელს - მათი მოწყობა ცენტრალურ ქუჩებშიც იგეგმება.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ზუგდიდი გახდეს ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც იქნება ველოსიპედის აქტიური მომხმარებელი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მერაბ ქვარაიამ.
ქალაქში ველო-ბილიკების გამოჩენამ ველომოყვარულები გაახარა, თუმცა მათ ადგილობრივ ხელისუფლებას პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდეს.
„ქუჩები ავტომობილებით გადატვირთულია და უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს. შეძლებისდაგვარად ვახერხებ ვიარო ველოსიპედით, თუმცა ბავშვებისთვის ეს ძალიან საშიშია“, - თქვა ველომოყვარულმა ნანა ჯაფარიძემ.
ასოციაციის „ათინათი“ თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ველო-ბილიკების მოწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება აუცილებელია.
„თუ ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგდება და ველო-ბილიკები მთელ ქალაქში იქნება - ძალიან გაგვიხარდება. ყოველგვარი კადნიერების გარეშე ვიტყვი, რომ ასოციაცია „ათინათი“ იყო პირველი, ვინც ზუგდიდში ველოკულტურის შემოღებაზე ალაპარაკდა. პირველი ველო-ძეგლი ჩვენ დავდგით ბულვარში, მოვაწყვეთ ველო-სადგომი და ძალიან გვიხარია, რომ მოგვბაძა რამდენიმე სკოლამ და თვითონაც გააკეთეს ველო-სადგომი“, - თქვა ასოციაცია „ათინათის“ პროექტის “ცხოვრების ჯანსაღი წესი“ კლუბის კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები