ზუგდიდში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს (ვიდეო)
18:33 / 01.10.2015
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქალაქში მოღვაწე ხანდაზმულ ხელოვანთა და ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მოხუცებს ეს დღე მიულოცეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 94 მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს ფულადი დახმარება 100-100 ლარი გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი მზად არიან მათ მომავალშიც დაეხმარონ.
ღონისძიებას გერმანული ორგანიზაცია „სამარიტელ მუშაკთა კავშირი“ და პარტნიორი ორგანიზაციები: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, იძულებით გადაადგილებულ ქალთა მოძრაობა „თანხმობა“ ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მერია. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია სოციალური საწარმოების შესაძლებლობების განვითარება და საზღვრისპირა თანამშრომლობის წახალისების გზით სამშვიდობო კონსოლიდაცია.
გაეროს მსოფლიო ანსამბლეამ 1990 წელს 1-ლი ოქტომბერი ხანდზამულთა პრობლემებისთვის მიძღვნილ დღედ გამოაცხადა. საქართველოში ამ დღეს 2003 წლის 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები