ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 საშუალო თავი
ზეითუნის ზეთი 3 ს.კ
ლიმონის წვენი 1 ს.კ
კურკუმა 1/2 ჩ.კ
წითელი წიწაკა, დაფქული 1/2 ჩ.კ
მარილი და პილპილი
სოუსი
მაწონი ან არაჟანი 100 გ
ნიორი 2 კბილი
ქინძი 1 კონა
ოხრახუში 1 კონა
მარილი და პილპილი
ლიმონის წვენი 2 ს.კ
მომზადების წესი:
გარჩეული და გარეცხილი კომბოსტო დაყავით თანაბარი წომის ყვავილედებად. მოასხით ზეთი და ლიმონის წვენი. მარილი და სუნელები შეურიეთ ერთმანეთს და მოაყარეთ კომბოსტოს. კარგად აურიეთ რომ ზეტი და სუნელები ყველა ყვავილედს მოხვდეს. გადაიტანეთ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ პერგამენტის ქაღალდს. შეწვით 210 გრადუსზე 15-20 წუთი, სანამ დარბილდება.
ამასობაში ბლენდერში დააქუცმაცეთ ნიორი და მწვანილი, დაამატეთ არაჟანი ან მაწონი, ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ მარილი, წიწაკა და პილპილი.
მზა კომბოსტო მიირთვით სოუსთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები