Skype-მა სერვისი Translator-ი (თარჯიმანი) გაუშვა, რომელიც რეალურ დროში საუბრისას თარგმანის საშუალებას იძლევა.
კომპანიამ განაცხადა, რომ სერვისი 6 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი: ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ჩინურად და ესპანურად.
„კომპანიაში დიდი ხანია უნდათ ენობრივი ბარიერის მოშლა მომხმარებლებს შორის“, - ამტკიცებენ Skype-ში.
ახალი ფუნქცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვა, Windows-ის პლატფორმაზე. როდის იქნება ის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებისთვისაც, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები