„ ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან. ხელისუფლების მიერ ევროპული მიმართულებით გადადგმულმა რეალურმა, ქმედითმა ნაბიჯებმა, ევროკავშირთან ასოცირებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შეთანხმებამ ქვეყანას ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაუჩინა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ყველა დონეზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, აუცილებელია თვითმმართველობებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განმტკიცება. ჩვენი ქალაქისთვის, ზუგდიდისთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გვიჩნდება ახალი შესაძლებლობები - ევროკავშირი ერთობლივი მუნიციპალიტეტთაშორისი როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს“- აცხადებს გიორგი თოდუა.
საერთაშორისო კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.ის პირველ ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები