ზუგდიდში მაღაზიათა ქსელის „საგას“ ფილიალი გაიხსნა (ვიდეო)
19:13 / 02.10.2015
მაღაზიათა ქსელის ფილიალი კომპანიის დირექტორმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ და ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გათბობის, კონდიცირების, ვენტელაციის და წყალმომარაგების რეგიონული ცენტრი მომხმარებელს კომფორტული გარემოს შექმნაში ეხმარება და სთავაზობს შესაბამის ფასებში მაღალი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას. მათივე თქმით, მაღაზიას ემსახურება ავტორიზებული სერვისცენტრი, რომელიც პროფესიონალი ხელოსნებითაა დაკომპლექტებული. მაღაზია-შოურუმში კი ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა: „არისტონი“, „დემირდოკუმი“, „აკოგი“, „ფუჯითურმა“, „ატლანტიკი“ და „აერმეკი“.
ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „საგა“ 1994 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ზუგდიდში გახსნილი მაღაზია უკვე მერვე მსხვილი ფილიალია. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ცერემონიის ბოლოს ყველა სტუმარს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები