ინგრედიენტები:
• 12 ც. პომიდორი.
• 4 ც. ხახვი.
• 750 მლ. ბოსტეულის ბულიონი.
• 1,5 ჩ.კ. შაქარი.
• 3 ს.კ. ტარხუნა.
მომზადების წესი:
✔ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოათავსეთ პომიდვრები სახცობ ტაფაზე და გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი, სანამ დარბილდება და დასკდება. პომიდვრებს მოაცალეთ კანი.
✔ გაფრცქვენით ხახვი და მოათავსეთ საცხობ ტაფაზე, გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი. აურიეთ ხახვი, პომიდორი, ბოსტეული ნახარში და შაქარი ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ.
✔ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა და ისევ ადურეთ. წვნიანი ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ ისევ დააბრუნეთ ცეცხლზე 2-3 წუთით.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები