ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 51 წლის სანდრა ბულოკმა, კიდევ 1 ბავშვი იშვილა, ამჯერად სანდრამ გოგონა აიყვანა.
ტელეწამყვან ჯესი ჯეიმსთან დაშორების შემდეგ, 2010 წელს სანდრა ბულოკმა მთელი ყურადღება კარიერაზე გადაიტანა. ფილმში სახელწოდებით „გრავიტაცია“ შესრულებული როლისთვის, ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარზე“ წარადგინა, ხოლო მულტფილმმა „მინიონები“, რომელშიც ვარსკვლავმა ბოროტი გმირი, სკარლეტი გაახმოვანა, გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა.
2015 წლის ზაფხულიდან ვარსკვლავი 49 წლის ფოტოგრაფს, ბრაიან რენდალს ხვდება და მეორე ბავშვიც იშვილა. სანდრასა და გოგონას პაპარაცები ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას, ბოლო დროს ძალიან ხშირად აფიქსირებენ.
მასალის გამოყენების პირობები