რუბრიკები
ქუთაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან 200 ადამიანი გაემგზავრა
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის თეიმურაზ ბასილაიას ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონიდან ქუთაისში რუსთავის 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად 200-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.  მისივე თქმით, ქუთაისში საპროტესტო აქცია 11:30 საათზე დაიწყება. „სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს, ეს ბიჭები სრულიად უდანაშაულოები არიან. ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსთავი 2-ს და ზოგადად თავისუფალ მედიას", - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ. რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. მუხლი, რომლის მიხედვით გამოძიება მიმდინარეობს 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულები და მათი ახლობლები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.